როგორ დავასტეიკოთ SOL Phantom საფულის საშუალებით

11 JAN 2022
24 min read
solana
24 min read
Article content
Phantom-ის შესახებ
რა არის სოლანა
როგორ დავასტეიკოთ SOL
გახსენით აპლიკაცია და შეიყვანეთ თქვენი ინფორმაცია
საფულეში აქტივის დამატება
SOL ტოკენების სტეიკინგი
როგორ აღვრიცხო სტეიკინგ სარგებელი
ტოკენების Unstaking
სოლანა – ხშირად დასმული კითხვები
Everstake-ის შესახებ

სოლანა ბლოკჩეინის შემქნელებმა საფუძველი ჩაუყარეს მაღალი ხარისხისა და სანდოობის მქონე კრიპტო პლატფორმას, რომელიც საშუალებას იძლევა ჰოლდინგის პროცესში შესაბამისი სარგებლის ნახვისა. აღნიშნული სახელმღვანელო გასწავლით თუ როგორ დაასტეიკოთ SOL ტოკენი Phantom-ის ბრაუზერ საფულის საშუალებით.

Phantom-ის შესახებ

Phantom Wallet არის მარტივი და მაღალი სანდოობის მქონე საფულე, რომელსაც გააჩნია Web3 მხარდაჭერა და Ledger-ის ინტეგრაცია. Phantom საფულის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ თქვენი სოლანას ტოკენების შენახვა, გადარიცხვა, სტეიკინგი და ჩაშენებული ბირჟის საშუალებით სხვა Coin-ებში გადაცვლა.

სოლანას გარდა, Phantom საფულე მხარს უჭერს ისეთ ტოკენებს, როგორიცაა USDC და NFT-ები. აღნიშნული საფულის გაფართოება მუშაობს ისეთ ბრაუზერებში, როგორიცაა Chrome, Firefox, Edge და Brave Browser.

რა არის სოლანა

სოლანა წარმოადგენს ინოვაციურ, ღია და სრულიად დეცენტრალიზირებულ პლატფორმას, რომელიც გამოიყენება ეფექტური ბლოკჩეინ აპლიკაციების შესაქმნელად და Web3 გარემოში ინტეგრაციისთვის.

სოლანას ბლოკჩეინი გთავაზობთ მაღალი მოქნილობისა და გამტარუნარიანობის ხარისხს, და ტრანზაციის სიჩქარის ასპექტში ის ბევრად სჯობნის ბევრ ცნობილ გადახდის გიგანტებს. პლატფორმას შეუძლია აწარმოოს წამში 50,000 ტრანზაქცია, როდესაც ვიზას შეუძლია საშუალოდ 1,700 და პიკში 4,000 ტრანზაქციის წარმოება. აღნიშნული სახელმძღვანელოს წერის დროს, საშუალო trx-ის ღირებულება წარმოადგენს $0.00025 და ტრანზაქციათა სრული რაოდენობა ქსელში სცდება 24.5 მილიარდს!

სოლანა აქტიურად ავითარებს და სთავაზობს ახალ აპლიკაციებს DeFi სფეროს და ამასთანავე აჩვენებს, თუ როგორ სწრაფად ზრდა შეუძლია მის ქსელს.

სწორედ ამიტომ, თუკი გადაწყვეტ Solana-ს გარემოს წევრად ყოფნას და ხარ SOL ტოკენის მფლობელი – დროა დაასტეიკო აღნიშნული ტოკენები და ისარგებლო 7%-მდე წლიური სარგებლით!

როგორ დავასტეიკოთ SOL

სოლანას დელეგირებამდე, შენ უნდა შექმნა (ან დააიმპორტო) კრიპტო საფულე და შემდგომ დაამატო ტოკენები.

დააყენეთ ბრაუზერ-აპლიკაცია და შექმენი საფულე


გადადით Phantom-ის აპლიკაციის ვებ-გვერდზე და დააჭირეთ ღილაკს Add to Chrome.

1

ან პირდაპირ ეწვიეთ Chrome-ის ან Firefox-ის ონლაინ მაღაზიას. დააჭირეთ Add to Chrome რათა დააყენოთ აპლიკაცია ბრაუზერზე.

2

დაადასტურეთ, რომ გსურთ აღნიშნული აპლიკაციის ბრაუზერზე დაყენება Add Extension ღილაკზე დაწკაპუნებით.

3

ყველაფერი მზად არის! ახლა შეგიძლიათ აპლიკაციით სარგებლობა. ჩართეთ ბრაუზერ-აპლიკაცია და აირჩიეთ თქვენთვის მისაღები მეთოდი:

  • Create New Wallet — ახალი საფულის შექმნა.
  • Use Secret Recovery Phrase — შესაბამისი ფრაზის საშუალებით უკვე არსებული საფულის შექმნა.

თუკი აქამდე არ გისარგებლიათ SOL საფულის საშუალებით, აირჩიეთ Create New Wallet და უბრალოდ მიყევით ინსტრუქციას. აღნიშნულ სახელძღვანელოში ჩვენ აღადგენთ საფულეს არსებული ფრაზის საშუალებით. დააჭირეთ ღილაკს Use Secret Recovery Phrase.

4

შეიყვანეთ საფულის მნემონიკური ფრაზა და დააჭირეთ Import Secret Recovery Phrase. თუკი რაიმე მიზეზიდან გამომდინარე თქვენ ზემოაღნიშნული ფრაზა ადკარგეთ, შექმენით საფულე თავიდან და მნემონიკური ფრაზები უსაფრთხოდ შეინახეთ.

შენიშვნა: გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს ინსტრუქციას პირადი გასაღების უსაფრთხოდ დაცვასთან დაკავშირებით.

5

შექმენით და შეიყვანეთ ძლიერი პაროლი, დაეთანხმეთ მოცემულ პირობებს, და დააჭირეთ Save ღილაკს გასაგრძელებლად.

6.png

თქვენი საფულე წარმატებით შეიქმნა! თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დააჭიროთ Option + Shift + P ღილაკებს, რათა მაშინვე გააქტიუროთ Phantom საფულის აპლიკაცია. დააჭირეთ ღილაკს Continue.

7.png

აღნიშნული პროცედურის დასასრულებლად დააჭირეთ Finish ღილაკს.

8.png

გახსენით აპლიკაცია და შეიყვანეთ თქვენი ინფორმაცია

სწრაფი წვდომის მოსაპოვებლად, ყოველთვის შეგიძლიათ მიამაგროთ აპლიკაცია ბრაუზერის ზედა ნაწილში. ამის გასაკეთებლად, დააჭირეთ ბრაუზერის ზედა-მარჯვენა კუთხეში განთავსებულ ფაზლის ღილაკს და შემდგომ დააჭირეთ მიმაგრების icon-ს.

9.png

გააქტიურეთ აპლიკაცია გაფართოების ლოგოზე დაკლიკებით. შეიყვანეთ თქვენს მიერ შეყვანილი პაროლი და შემდგომ დააჭირეთ ღილაკს Unlock.

10.png

უკვე შეგიძლიათ თქვენი საფულის გამოყნება. მთავარი გვერდი ასახავს ბალანსს, საფულის მისამართს და ხელმისაწვდომ ტოკენთა რაოდენობას. თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ ტრანზაქციის,აქტივობებისა და პარამეტრების მენიუებს შორის.

11.png

თუკი გსურთ პირადი გასაღების შეცვლა ან ექსპორტირება, მნემონიკური ფრაზის აღდგენა, ან საფულის წაშლა, გთხოვთ შეხვიდეთ პარამეტრების მენიუში.

12.png

შემდგომ, ჩვენ უნდა დავამატოთ შესაბამისი რაოდენობის აქტივი საფულეში

საფულეში აქტივის დამატება

დააჭირეთ ღილაკს Deposit SOL.

13.png

აირჩიეთ მოცემულ ოპციათაგან ერთ-ერთი: საფულიდან ან ბირჟიდან გაგზავნა, ან აქტივების დამატება FTX ბირჟის საშუალებით.

14.png

მოდით განვიხილოთ პირველი მეთოდი, რადგანაც ის ყველაზე ხშირად გამოყენებადია. Send from wallet/exchange ღილაკზე დაჭერით, დაასკანერეთ QR კოდი, და გააგზავნეთ თქვენი SOL ტოკენები აღნიშნულ მისამართზე, ან გაუზიარეთ მოცემული ინფორმაცია გამომგზავნს.

15.png

როგორც კი ქსელი ვალიდაციას გაუკეთებს თქვენს ტრანზაქციას, ტოკენები გამოჩნდება თქვენი კრიპტო საფულის ბალანსზე.

16.png

ტოკენები საფულეშია და შეგვიძლია შევუდგეთ სოლანას სტეიკინგ პროცესს.

SOL ტოკენების სტეიკინგი

SOL ტოკენის დელეგირების მიზნით, დააჭირეთ სოლანას ანგარიშსს, რომელიც განთავსებულია Phantom აპლიკაციის პირველ გვერდზე.

17.png

დააჭირეთ Start Earning SOL.

18.png

აირჩიეთ ვალიდატორი. ვალიდატორების სიაში თქვენ შეგძლიათ ნახოთ თუ რა რაოდენობის ტოკენია დასტეიკებული თითოეულ ვალიდატორთან და რა სიდიდის საკომისიო გადასახადი აქვს დადგენილი თითოეულ მათგანს. აღნიშნულ სახელძღვანელოში ჩვენ დავასტეიკებტ ვალიდატორ Everstake-თან – გაითვალისწინეთ, რომ თქვენ გაქვთ უფლება აირჩიოთ ნებისმიერი სხვა ვალიდატორი.

რატომ დავასტეიკო Everstake-ში?

მომგებიანია: ვალიდატორს დაწესებული აქვს დაბალი საკომისიო მოსაკრებელი (აღნიშნული სახელმძღვანელოს წერის მომენტში 7%) და უზრუნველყოფს 100% სამუშაო გრაფიკს.

სანდოა: Everstakeწარმოადგენს უზარმაზარ, მაღალი ხარისხის მომწოდებელ ვალიდატორს, რომელიც დღითი-დღე კიდევ უფრო ვითარდება და შედგება პროფესიონალთა დიდი გუნდისგან. ჩვენ გაგვაჩნია ვალიდაციის გამოცდილება 45-ზე მეტი PoS ბლოკჩეინის მიმართულებით.

უსაფრთხოა: ჩვენ გთავაზობთ თქვენს მიერ დასტეიკებული აქტივების მუდმივ მონიტორინგს. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს მომხმარებლებს ჩვენი არხების საშუალებით და მხარს ვუჭერთ სტეიკინგთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის ასპექტში.

მარტივია: ჩვენ რეგულარულად ვაქვეყნებთ სტეიკინგთან დაკავშირებულ სახელძღვანელოებს ჩვენს ბლოგებზე, რათა ახალბედებს დავეხმაროთ, მარტივად და სწრაფად გაიგონ თუ როგორ არის შესაძლებელი დელეგირებული ტოკენების განკარგვა სხვადასხვა საფულის საშუალებით. ჩვენ გვყავს პროფესიონალ ბლოკჩეინ მენეჯერთა გუნდი თითოეული ქსელისთვის, რომლებიც ყველაზე ოპერატიული გზების საშუალები განკარგავენ აღნიშნულ პროცესთა ხარისხიან მიმდინარეობას.

19.png

მიუთითეთ დასასტეიკებელ ტოკენთა რაოდენობა და დააჭირეთ ღილაკს Stake.

შენიშვნა: ვიდრე დაასტეიკებდეთ სოლანას, დარწმუნდით, რომ შეინახეთ სულ მცირე 0.05 SOL თქვენს საფულეში, რათა გადაიხადოთ თქვენი ტრანზაქციისთვის!

გაითვალისწინეთ, რომ თუკი დაასტეიკებთ მაქსიმალურ რაოდენობას, აპლიკაცია თქვენ გიჩვენებთ ხარვეზს. დეველოპერები უკვე მუშაობენ აღნიშნული ბაგის აღმოსაფხვრელად, მაგრამ ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ, რომ თავი აარიდოთ აღნიშნულ ან მსგავს ქმედებას.

ქვემოთ მოცემულ სურათში, მომხმარებელმა დაადელეგირა მაქსიმალური რაოდენობა. თუკი თქვენც მსგავსი რამ შეგექმნათ, თქვენს საფულეში კიდევ რამდენიმე SOL გადაიტანეთ, რათა თქვენი ტრანზაქცია წარმატებით შესრულდეს.

20.png

დაიცადეთ ვიდრე თქვენი ტრაზაქცია დადასტურდება ქსელის მიერ.

21.png

როგორც კი აღნიშნული ტრანზაქცია დადასტურდება, მოცემული მესიჯი გამოისახება თქვენს ეკრანზე:

22.png

დასრულდა: თქვენ წარმატებით დაასტეიკეთ სოლანას ტოკენები და ყოველდღიურად მიიღებთ შესაბამის სარგებელს! აღნიშნულ ეტაპზე, სოლანას ტოკენის სტეიკინგისთვის წლიური სარგებელი შეადგენს დაახლოებით 7%-ს წელიწადში!

დაბრუნდით საფულის მთავარ მენიუში და დააჭირეთ სოლანას საფულეს კიდევ ერთხელ.

23.png

დააჭირეთ Your Stake ღილაკს, რათა შეამოწმოთ თქვენი დელეგირებული ტოკენების ტრანზაქციის სტატუსი.

24.png

თქვენს მიერ დასტეიკებული ტოკენები გააქტიურდება და თქვენ დაიწყებთ სარგებლის მიღებას, მას შემდეგ, როგორც კი მიმდინარე ეპოქა (Epoch) დასრულდება.

25.png

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა თვალი ადევნოთ თითოეული ეპოქის ხანგრძლივობას სოლანას ბლოკჩეინ მკვლევარის საშუალებით.

26.png

როგორ აღვრიცხო სტეიკინგ სარგებელი

გადადით Your Stake სექციაში და დააკლიკეთ მოქმედ დასტეიკებულ ტრანზაქციას.

27.png

აღნიშნულ სექციაში თქვენ იპოვით ინფორმაციას მიმდინარე სტეიკინგ ტრანზაქციის სტატუსისა და უკვე გენერირებული სარგებლის შესახებ. 

გარდა ამისა, აღნიშნული მენიუს საშუალებით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გამოიტანოთ თქვენი ტოკენები და შეწყვიტოთ სტეიკინგ პროცესი.

28.png

ტოკენების Unstaking

დააკლიკეთ სოლანას ანგარიშზე, რომელიც მოცემულია აპლიკაციის მთავარ გვერდზე, და გახსენით სტეიკინგის სტატისტიკა.

29.png

დააჭირეთ Your Stake სექციას.

30.png

დააჭირეთ აქტიურ სტეიკინგს, რათა შეამოწმოთ თქვენი სტატები ან დაიბრუნოთ თქვენი ტოკენები.

31.png

დააჭურით ღილაკს Unstake, რომელიც განთავსებულია ეკრანის ქვედა-მარჯვენა კუთხეში.

32.png

თქვენ წარმატებით შეასრულეთ ანსტეიკინგის პროცესი და მათი საფულეში დაბრუნება შესაძლებელი გახდება, მას შემდეგ რაც აღნიშნული ეპოქა დასრულდება.

33.png

თუკი ახლა შეამოწმებთ Your Stake სტატებს, აღმოაჩენთ, რომ მიმდინარე ტრანზაქციის სტატუსი არის Deactivating. აღნიშნული სტატუსი ნიშნავს, რომ თქვენი სტეიკინგის პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, და თქვენი ტოკენები გაყინულია.

34.png

შენიშვნა: დაელოდეთ ვიდრე ეპოქა დასრულდება. შემდგომ გადმოიტანეთ თქვენი ტოკენები საფულეში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის პოვნას შეძლებთ მოცემული სახელძღვანელოს FAQ სექციაში.

გაითვალისწინეთ, რომ სარგებელი აღარ დაგერიცხებათ, მას შემდეგ, რაც ანსტეიკინგს განახორციელებთ. Restake ღილაკზე დაჭერით თქვენ შეძლებთ თავიდან გაუკეთოთ დელეგირება თქვენს ხელთ არსებულ ტოკენებს.

35.png

მას შემდეგ რაც სტეიკინგი არააქტიური გახდება, დააჭირეთ მას კიდევ ერთხელ, რათა იხილოთ ტრანზაქციის დეტალები.

36.png

37.png

გამოიყენეთ აპლიკაციის მენიუ და აირჩიეთ Withdraw stake.

38.png

დასრულდა – თქვენ დაასრულეთ ანსტეიკინგის ტრანზაქცია და თქვენს ხელთ არსებული ტოკენები საშუალებით ნებისმიერი სხვა სახის ოპერაციის განხორციელებას შეძლებთ.

39.png

სოლანა – ხშირად დასმული კითხვები

რა არის ეპოქა?

ეპოქა წარმოადგენს კომპიუტერლი კალკულაციის დროის ერთეულს. ის მერყეობს 2-დან 3 დღემდე. როდესაც თქვენ ასტეიკებთ სოლანას ტოკენებს, მიმდინარე ეპოქის განმავლობაში თქვენი სარგებლის აგრეგირება არ მოხდება. იხილეთ ეპოქის სიგრძის შესამოწმებლად შემდეგი ვებ-გვერდი: https://solanabeach.io/.

რას ნიშნავს აქტივაციისა და დეაქტივაციის სტატუსი?

როდესაც თქვენ ახდენთ თქვენს საკუთრებაში არსებული ტოკენების დელეგირებას, ან პირიქით მათ გამოტანას, თქვენი ტოკენების სტატუსი მაშინვე არ იცვლება. ახლად დელეგირებული ტოკენებს გააჩნია სტატუსი “გააქტიურების ფაზაში”, და თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ სარგებელი აღნიშნული პერიოდის განმავლობაში. დეაქტივაციის დროს, კი თქვენ არ გაქვთ საშუალება ტოკენები გადმოიტანოთ თქვენს ანგარიშზე, ვიდრე არ მოხდება მათი დეაქტივაცია.

სოლანას ბლოკჩეინი სტატუსის შეცვლის ნებას რთავს მხოლოდ ყოველი შემდეგი ეპოქის დასაწყისში.

რა არის ქირა?

ქირა წარმოადგენს მცირე ზომის გადასახადს, რომელიც თქვენ გიბრუდნებათ როგორც კი დასრულდება ანსტეიკინგისა და ტოკენების დაბრუნების პროცესი.

ახლახანს დავასტეიკე ყველა ჩემი ტოკენი, მაგრამ ჩემს სტეიკინგს ვერ ვნახულობ

თქვენ უნდა შეიტანოთ მცირე ოდენობის SOL ტოკენი თქვენს საფულეში, რათა გქონდეთ საშუალება იხილოთ თქვენი სტეიკინგი. სოლანას ბლოკჩეინის რეკომენდაციაა, რომ შეინახოთ სულ მცირე 0.05 სოლანა მომავალში არსებული მცირე საკომისიოებისთვის.

რამდენი ხანი სჭირდება ანსტეიკინგის პროცესის დასრულებას?

ზემოაღნიშნული პროცესის დასრულებას სჭირდება ერთი სრული ეოპქა.

სხვა დამატებით კითხვებზე პასუხის სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ აღნიშნულ ვებ-გვერდს:  https://everstake.one/solana.

Everstake-ის შესახებ

ევერსტეიკი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და წამყვან ვალიდაციის პლატფორმას, რომელიც გამოირჩევა პროცესთა სიმარტივით, დიზაინის მოქნილობითა და მომსახურებაზე მორგებული სერვისებით. 325,000 სტეიკერთან ერთად, რომლებიც ენდობიან ჩვენს პლატფორმას, ევერსტეიკს გააჩნია $3 მილიარდამდე აქტივი ციფრულ სამყაროში, აქვს უკვე ნაწარმოები 12,861,660 ბლოკი, და გადახდილი აქვს $2,201,218 აღნიშნული ინსტრუქციის წერის დროს.

ევერსტეიკი, როგორც კომპანია გამოირჩევა არამხოლოდ ციფრებით, არამედ სტეიკინგის ასპექტში არჩევანის მრავალფეროვნებით. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაასტეიკოთ თითქმის ყველა PoS ბლოკჩეინის მიმართულებით, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი რეიტინგითა და სანდოობით. სტეიკინგის ასპექტში, Everstake წარმოადგენს ტოპ-5 ვალიდატორს ტეზოსის, სოლანას, EOS-ისა და კასპერის ქსელს შორის და წარმოადგენს ტოპ-10 ვალიდატორს, ელრონდისა და კარდანოს ბლოკჩეინებს შორის.

ევერსტეიკის პლატფორმა გამოირჩევა ინფორმაიულობით, და გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც დაკავშირებულია სტეიკინგ ოპერაციების საშუალებით სარგებლის მიღებასთან. ჩვენი პლატფორმის საშუალებით თქვენ შეძლებთ იხილოთ ყველა ის სტატისტიკა, სასარგებლო ინფორმაცია და ინსტრუქცია, რომელიც დაგეხმარებათ კონკრეტული სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და მის რეალობად აღსრულებაში.

Everstake-ის გუნდი ირჩევს მხოლოდ სანდო და მაღალი ხარისხის მატარებელ PoS პროექტებს. ჩვენთან დელეგირება უსაფრთხო და ამავდროულად მომგებიანია.

სოლანას სტეიკინგთან დაკავშირებით, გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს სხვა ინსტრუქციებს:

How to stake SOL (Solana Protocol) in the Exodus desktop wallet: a beginner’s guide

How to stake Solana (SOL) in the Solflare web wallet: a comprehensive guide

How to Stake Solana in Solflare Wallet Using Ledger

გამოიწერეთ Everstake-ის არხები სოციალური ქსელების მიმართულებით, სადაც შესაძლებლობა გექნებათ იხილოთ ყველა სიახლე, რომელსაც ადგილი აქვს ბლოკჩეინ სამყაროში და გაეცნოთ ჩვენს თითოეულ ახალ სახელმძღვანელოს!

Medium

Website

Twitter

Telegram

Facebook

Reddit

Dark - Light
Everstake Logo
Everstake
Content Manager
Everstake is the world's leading validator, with 735,000+ delegators across 77 blockchain networks. We stake $4.8 billion in assets and provide best-in-class staking services to institutional and retail clients.

Related articles

Contact us

Have questions?
We’re always there to answer!

contact us
Our distributed team of 20+ community managers is online 24/7 and is ready to assist you.
quote avatar

We’d love to hear your thoughts.

Your opinion matters. Share any concerns, issues, or suggestions you may have with us so that Everstake could work on them, and your experience could improve.
Give FEEDBACK